ბათუმში ათამდე ქუჩა დაიტბორა, ქალაქში გადაადგილება შეფერხებულია

06 სექტემბერი 2019, 21:03 2062 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა ისევ დაიტბორა. დატბორილია თაყაიშვილის, კომახიძის, მახარაძის, აღმაშენებლის, ინასარიძის, 26 მაისის, გრიბოედოვის ქუჩები. ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება გართულებული და ზოგიერთ შემთხვევაში შეფერხებულია.

ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე წვიმის დროს, თითქმის ყოველთვის იქმნება პრობლემა. ფაქტია ამ ქუჩებზე სანიაღვრე არხები, წყლის დიდი ნაკადის გატარებას მოკლე დროში ვერ ასწრებს. ''ბათუმის წყლის'' ცხელ ხაზზე ქუჩების დატბორვის შესახებ რამდენიმე შეტყობინებაა შესული. მათი განცხადებით მობილური ჯგუფები და ტექნიკა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მუშაობს. მიმდინარეობს არხებისა და ჭების გაწმენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი