"გავრილოვის ღამიდან, გავრილოვის მთავრობამდე" - ოპოზიციის შეფასება გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

06 სექტემბერი 2019, 18:20 1353 ნახვა

ორ საათზე მეტია მიმდინარეობს პარლამენტში ფრაქციის ფორმატში მომავალი პრემიერის მოსმენა, მას კითხვებს ევროპული საქართველოს წევრები უსვამენ. ამ შემთხვევაშიც ძირითადი კითხვები 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება. გიორგი გახარიას სხდომაზე მიკროფონი რამდენჯერმე გაუთიშეს. მომავალმა პრემირმა  ირმა ნადირაშვილს პარლამენტში არალეტალური ტყვია მიუტანა, რასაც აკაკი ბობოხიძის რეპლიკა მოყვა, რის გამოც დეპუტატს გიორგი გახარიამ „ხულიგანი“ უწოდა. „ნაციონალები“ გაიქცნენ, „ევროპული საქართველო“ მიკროფონს არ მართავს, ეს არის შიში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. სხდომაზე არა ერთი საინტერესო განცხადება, რეპლიკა და ფრაზა გაჟღერდა, თეონა ხარაბაძე უსმენს შეხვედრას და უფრო ვრცლად მოგვიყვება, თეონა, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ევროპულ საქართველოს არ დაუტოვებია დღეს სხდომა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი