თუ წესიერად მოიქცევით მიკროფონს ჩაგირთავთ - ბოკერია გახარიას 

06 სექტემბერი 2019, 16:23 2256 ნახვა

''ბატონო სერგი ძალიან გთხოვთ გაუთიშეთ მიკროფონი თუ არ დამემორჩილება'' - ასე მიმართა სერგი კაპანაძეს გიგა ბოკერიამ, რომელიც კითხვებს პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსვამდა. 

''ევროპული საქართველოს'' ლიდერი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის საკითხით დაინტერესდა. 

გიგა ბოკერია: ​ცივილურად ვიქცევი, კითხვები მაქვს თქვენთან. თქვენ კი გინდათ, რომ ლექციებით და იუმორით მიპასუხოთ. რაღაც სადღეგრძელოები მითხრათ...

ბატონო გიორგი ერთი კითხვა კიდევ მაქვს, თუ წესიერად მოიქცევით ჩაგირტავენ მიკროფონს, ისე თქვენი ხმა არ ისმის... 

გიორგი გახარიას კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება სერგი კაპანაძემ არ მისცა, მიკროფონი აღარ ჩაურთო.

''კითხვა არ იყო დასმული, ყველაფერი გასაგებია ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგი...'' - თქვა სხდომის წამყვანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი