ხვალიდან უმაღლესი საბჭო უკვე ოფიციალურად დაიწყებს მსჯელობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტისთვის მაჟორიტარულის გაუქმება გაახმოვანა.
თუ ცვლილება აჭარის კონსტიტუციაშიც შევა, მაშინ ამომრჩეველი 2020 წელს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსაც მხოლოდ სიით, ანუ პარტიების მიხედვით აირჩევს. ანუ, აღარ იქნება მუნიციპალიტეტების მიხედვით მაჟორიტარებისთვის 6 კვოტა. ბუნებრივი ბარიერი და ხმები - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დადებითი მხარეები.