საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეასთან ფრედ 2:2 ითამაშა. ანგარიში 40-ე წუთზე ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ ჯანო ანანიძემ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე სამხრეთ კორეამ ანგარიში გაათანაბრა. 85-ე წუთზე ჰვანგმა დუბლი გაიფორმა და კორეელები წინ გავიდნენ, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა და საქართველოს ნაკრები წაგებისგან იხსნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, 8 სექტემბერს დანიის ნაკრებს ,,დინამო არენაზე’’ უმასპინძლებს.