მოსახლეობა პალმების გადატანას ეწინააღმდეგება

19 აპრილი 2016, 00:00 4727 ნახვა

ყოფილი სანატორიუმი “მახინჯაურის” ტერიტორიიდან კომპანია “სილქროუდ ჯგუფი” ხეების გატანას გეგმავს, რასაც   მოსახლეობა და უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ დღეს დილით კომპანიას მობილიზებული ჰყავდა ტექნიკა და იგეგმებოდა ნარგავების გატანა.  “სილქროუდ ჯგუფს” აღნიშნული ობიექტი სხვა ობიექტებთან ერთად გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფომ 2006 წელს გადასცა, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით ინვესტიცია არ  განხორციელებულა, არსებული ინფრასტრუქტურა კი განადგურდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში