მთავრობის სამოქმედო გეგმა ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ამ ყველაფერზე საუბარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019-2020 წლებში მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებზე; ეკონომიკის განვითარებაზე, განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მიმდინარე კვირას უყრის კენჭს.