რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას, რუსულ მედიაში პოზიტიური განცხადებებით ეხმიანება. გავრილოვი, რომლის საქართველოში ჩამოსვლაც, მასობრივი საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა, იმედს იტოვებს, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში, ორ ქვეყანას შორის დიალოგი აღდგება.
რუსული გავლენების გააქტიურებასა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს „შენების მოძრაობის“ ლიდერი. ამ განცხადებების პარალელურად კი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის თანამდებობაც, გავრილოვს შეეწირა, საზოგადოებას ურჩევს, მსგავს განცხადებებს, ყურადღება არ მიაქციონ.