გახარია 20 ივნისი ღამეს დაჭრილი პოლიტიკოსია, ამიტომ ბიძინასთვის სახიფათო აღარ არის - დავით უსუფაშვილი

03 სექტემბერი 2019, 16:23 1385 ნახვა

''პრემიერ მინისტრის პოსტზე გახარია დღეს იმიტომ გახდა სასურველი, რომ ის დაჭრილი პოლიტიკოსია. 20 ივნისი ღამეს დაჭრეს და ეს დამოუკიდებელი ღონისძიებების საშუალებას არ მისცემს'' - ასე აფასებს პრემიერის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას ''შნების მოძრაობის'' ლიდერი. 

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტია ''ქართული ოცნების'' ლიდერი ბიძინა ივანიშვილის თოჯინების გადაადგილებითაა დაკავებული. 

''საინტერესოა რატომ არ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ მინისტრად ერთი წლის წინ, როდესაც არჩევანი მამუკა ბახტაძეზე გააკეთა. 

მაშინ გახარია ჯანმრთელად იდგა ორივე ფეხზე და ივანიშვილისთვის სახიფათო იყო. იმიტომ, რომ გახარია ნიჭიერი კაცია. 

ბიძინა ივანიშვილი ამ რაღაცის ''მოკვარახჭინებით'' და თოჯინების გადაადგილებითაა დაკავებული.

იგი 8 წლის წინ ქვეყანას მოევლინა, როგორც საზოგადოების გამამთლიანებელი. რვა წლის თავზე კი, დამშვიდებისა და ნორმალიზაციის ნაცვლად,  გათიშულობისა და საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში ხედავს გამოსავალს. 

გახარია არ არის ყველაზე ცუდი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ქვეყნას ყოლია, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ცინიკურად მისი დაწინაურება ეს არის ძალის დემონსტრირება. თითქოს ბიჭებო და გოგონებო ჩემთან არაფერი არ გაგივათ. მე, აი, ყველაფერზე წამსვლელი ვარ...

ხალხი ასეთ ლიდერებს ყოველთვის ამარცხებდა...'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დავით უსუფაშვილმა. 

პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, დღეს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი