ბიუროს სხდომა

19 აპრილი 2016, 00:00 4049 ნახვა

21 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელებენ, მოისმენენ გასული წლის ანგარიშს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან, ასევე კენჭს უყრიან დეპუტატ მედეა ვასაძის საკითხს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის 2016-18 წლების სამოქმედო გეგმების შესახებ. აღნიშნული საკითხების გარდა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ფრაქცია “ქართული ოცნება- თავისუფლების “ სახელწოდებასთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, რედაქციული ხასიათის ცვლილება ფუნდამეტურად ვერ ცვლის ფრაქციის არსს. ფორუმელი მერაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ ოპონენტები გაზრახ არ აძლევენ იურიდიულ ძალას  დოკუმენტს , რომლითაც ფრაქცია სახელის შეცვლას ითხოვს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში