სერგეი გავრილოვი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ პრემიერს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია დიალოგი დაიწყოს

03 სექტემბერი 2019, 13:19 1817 ნახვა

რუსეთის პარლამენტის წევრი სერგეი გავრილოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ მინისტრს ეყოფა სიმამაცე ღია დიალოგი დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მიზნით, იმის მიუხედავად თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს.

სერგეი გავრილოვის ეს განცხადება, ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ დაწერა. "პარალამენტსკაია გაზეტასთან" სერგეი გავრილოვმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მომავალი პრემიერი გიორგი გახარია, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციების დროს ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა. 

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში 20 ივნისს "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას" ფარგლებში იმყოფებოდა და სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წარუძღვა

ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ნახვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში,  მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვა და სპონტანური აქციები დაიწყო რუსთაველის ქუჩაზე. 20 ივნისს ღამით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა, დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია, სადაც 200 მეტი ადამიანი დაშავდა, აქციის 2-მა მონაწილემ თვალი დაკარგა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 26 ადამიანს დაუზიანდა თვალი. დაზიანებულებს შორის იყვნენ როგორც მოქალაქეები, ასევე სამართალდამცველები.  

ოფიციალურმა მოსკოვმა ანტისაოკუპაციო აქციები რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად შეაფასა,  ვლადიმერ პუტინმა ტურისტებს საქრათველოში მგზავრობა შუზღუდა და საქრათველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი