საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან ოთარ დანელია ამბობს, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას მიესალმება.
დანელია მიიჩნევს, რომ ის იქნება ქმედითუნარიანი პრემიერი.
„ვთვლი, რომ ის იქნება ქმედითუნარიანი პრემიერი, მას არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა და იქნება დინამიური მთავრობის მუშაობა. დანარჩენ ცვლილებებთან დაკავშირებით ეს ახალი პრემიერის პრეროგატივაა და შესაბამისად მისი გადასაწყვეტია გუნდში ვინ ეყოლება“- ამბობს ოთარ დანელია.