პანკისი, ბასიანი და გავრილოვის ღამე - ეს ის სამი ძირითადი მოვლენაა წარსულიდან, რომელთანაც გიორგი გახარიას სახელია დაკავშირებული. გახარიას კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილება.
ამას უმრავლესობაში არ უარყოფენ, თუმცა მოვლენებს წინ არ უსწრებენ. მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენჯერმე არ გადადგა, ერთხელ ბოდიშის მოხდით მოიპოვა პოზიტიური განწყობა, ამან შემდეგში აღარ გაამართლა.