პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
აღნიშნულს საქართველოს ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
პარლამენტს დასამტკიცებმად მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამა წარედგინება.
მინისტრთა კაბინეტს კი, ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.
კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება.
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს. ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა.