ქვეყანა მთავარი საკადრო ცვლილებების მოლოდინშია, მედიის ინფორმაციით ხვალ „ქართული ოცნების“ რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თანამდებობას დატოვებს. მას პოსტი დაახლოებით ერთი წლის განმვლობაში ეკავა. 37 წლის პრემიერი სავარაუდოდ მუშაობას ბიზნეს სექტორში გააგრძელებს. 2012 წლიდან დღემდე ყველაზე ხანგრძლივად ამ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი იყო .
ქართული ოცნების პოლიტ საბჭომ კვირიკაშვილის გადაგომის მიზეზად საქართველოში არსებული სიღარიბე და გაეროს კვლევა დაასახელა.თვით კვირიკაშვილმა გადადგომა ქართულ ოცნებასთან ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. კვირიკაშვილამდე იყო ირაკლი ღარიბაშვილი , მაშინ 33 წლის ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს და გადაგომის ოფიციალურ მიზეზი არ დაასახელეს. არაოფიციალურად კი მედიამ ღარიბაშვილის გადადგომა ე.წ კახური კლანს დაუკავშირა . „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო.
პოსტი მას ყველაზე მცირე ხნით ეკავა.“მე მივდივარ პოლიტიკიდან, და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ” – ასე დაემშვიდობა 1 წლის შემდეგ საზოგადოებას ქართველი მილიარდერი და განაცხადა რომ , მხარს დაუჭერდა ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება. პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მან ვრცელი წერილი, 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.