უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტს კომისიებში განიხილავენ

19 აპრილი 2016, 00:00 4574 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად კომისიებში ჩაეშვება - გადაწყვეტილება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს. საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები დააფიქსირა ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ზამბახიძემ. დეპუტატის თქმით, 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 150 ათასი ლარით უნდა შემცირდეს, ამასთან, ხარჯები არა 7 ფრაქციაზე, არამედ 5 ფრაქციაზე უნდა გაიწეროს. ზამბახიძე ასევე მიუღებლად მიიჩნევს სახელფასო ფონდის ზრდას. ოპონენტის ინიციატივას იზიარებს ალექსანდერე ჩიტიშვილი, საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით კი მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე არსებულთან შედარებით 17 ათას 200 ლარით ნაკლებია. ბიუჯეტის პროექტის შესახებ კომისებმა 11 მაისამდე უნდა იმსჯელონ , რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში