,,დინამო’’ ბათუმი დღეს ,,რუსთავს’’ გასვლაზე დაუპირისპირდება

31 აგვისტო 2019, 14:50 2354 ნახვა

დღეს 31 აგვისტოს, საქართველოს კრისტალბეთის ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართება. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, "დინამო" ბათუმი რუსთავში ადგილობრივ "რუსთავს" დაუპირისპირდება.

დღევანდელ შეხვედრას რუსთავში დავით ხარიტონაშვილი განსჯის. ამ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა ბათუმში ,,ანგისის საწვრთნელ ბაზაზე’’ გაიმართა და აჭარული კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ 26-ჯერ დაუპირისპირდნენ. 8 თამაშის მოგება ბათუმელებმა მოახერხეს, 14-ჯერ გამარჯვება რუსთაველებს დარჩათ, ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბოლოს ამ გუნდებს შორის მატჩი ფრედ 2001 წელს დასრულდა.

ამ დროისთვის ,,დინამო’’ ბათუმს 49 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება , ხოლო ,,რუსთავი’’ 29 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

დღეს ეროვნულ ლიგაში მეორე მატჩიც გაიმართება  ქუთაისის ,, ტორპედო’’  წყალტუბოში თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ უმასპინძლებს.  შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში