კამათი და დაპირისპირება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. სოფიო კილაძის მიერ სხდომის გახსნის შემდეგ დარბაზში აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტებმა დეპუტატს მიმართეს და 20-21 ივნისის საქმის გამო გააკრიტიკეს.
აქტივისტები დარბაზში სპეციალური მაისურებით მივიდნენ. წარწერით „სირცხვილია“. აქციები პალამენტთან 2 თვეზე მეტია გრძელდება.