ზაზა ფაჩულია ყოფილ კლუბში ბრუნდება, თუმცა ამჯერად ზაზა გოლდენ სტეიტში ფინანსურ და საკალათბურთო საკითხებში კონსულტანტად იმუშავებს.
ინფორმაციას გოლდენის სოციალური ქსელის გვერდი ავრცელებს სიტყვებით: ,,კეთილი იყოს შენი დაბრუნება’’.
ვეტერან კალათბურთელს კარიერის დასრულებაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტთან ერთად NBA-ის ჩემპიონი ორჯერ გახდა, ქართველმა საჩემპიონო ბეჭედი 2017 და 2018 წელს მოირგო.
ზაზამ გასული სეზონი დეტროიტის შემადგენლობაში გაატარა. ვეტერან ქართველს ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში 1000 მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.