შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მძღოლი, რომელიც ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ცოლ-ქმარს დაეჯახა.
შემთხვევა 17 აგვისტოს მოხდა. აღმაშენებლის 554 ნომერთან, გვიან ღამით, მსუბუქი ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
40-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, 47 წლის მამაკაცი კი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტომ თავდაპირველად გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაწყო, მოგვიანებით კი მეშვიდე ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვას გულისხმობს.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.