გიორგი გახარაია, მაია ცქიტიშვილი თუ ოთარ დანელია - გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლებს პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს.
დღეს სამების ტაძარში მისულმა მთავრობის წევრებმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს.
ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებები მალე დაიწყება. ამბობენ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია და ხელისუფლება ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.