ბრიტანეთში არსებული ჩვენი ფინანსების ბლოკირება უნდათ - თიბისი ბანკის დამფუძნებლების ბრიფინგი /პირდაპირი/

27 აგვისტო 2019, 14:03 1225 ნახვა

''თიბისი'' ბანკის დამფუძნებელების მორიგი ბრიფინგი. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სახელმწიფო სტრუქტურებს ადანაშაულებენ მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების გაგრძელებაში.როგორც ამბობენ, ამ მიზნით იგეგმება დიდ ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება.  

ჯაფარიძის ინფორმაციით, ბრიტანეთში გასაგზავნად მზად არის ყადაღის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ პროკურატურას გადაუმოწმებლად დაუდასტურა. საქართველოში ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია.  

ამბობენ, რომ ამის  მიუხედავად, საქართველოსა და უცხოეთში მყოფი მათი მეგობრების დახმარებით, დაწყებულ პროცესებს გააგრძელებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი