ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმაც მოიგო

26 აგვისტო 2019, 23:14 2451 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის ტურნირზე პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. ბასილაშვილმა  უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი ხუთ სეტში 3:6 , 6:4 , 6:2, 3:6 , 6:3  დაამარცხა .დაძაბული შეხვედრა 3 საათი და 42 წუთი მიმდინარეობდა.  

ქართველის მეტოქე მეორე წრეში 18 წლის მსოფლიოს 394-ე ჩოგანი ამერიკელი ჯენსენ ბრუკსბი იქნება , რომელმაც 3-1 ჩეხი ტომას ბერდიხი დაამარცხა.

ქართული ჩოგბურთისთვის დღევანდელი დღე ნამდვილად წარმატებული გამოდგა 1 საათის წინ ქალთა ერთეულ თანრიგში 21 წლის მარიამ ბოლქვაძემაც მოიგო თავისი შეხვედრა და მეორე წრეში კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში