საქართველოს ნაკრების ახალი სპარინგ-პარტნიორი ცნობილია

23 აგვისტო 2019, 11:04 2102 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ქალაქ სტამბოლში, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.  მატჩი ორივე ნაკრებისთვის ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელი პერიოდია.

შეხვდერა ,,ბაშაქშეჰირის’’ სტადიონზე გაიმართება. სამხრეთ კორია აზიაში ერთ-ერთი სტაბილური და ძლიერი ნაკრებია, გუნდის ლიდერი ლონდონის ,,ტოტენჰემის’’ ფეხბურთელი ჰეუნგ მინ სონია.

თავდაპირველად გავრცლელებული ინფორმაციით, ამხანაგური შეხვდრა ჩილეს ეროვნულ გუნდთან უნდა გამართულიყო, თუმცა შეთანხმება არ გამოვიდა და ფეხბურთის ფედერაციას ახალი სპარინგ-პარტნიორის მოძებნა მოუწია.

ეროვნული ნაკრები თურქეთში მომზადებას 2 სექტემბრიდან დაიწყებს. ვლადიმერ ვაისი ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სიას მომავალ კვირაში დაასახელებს.

8 სექტემბერს საქათველო ევროპის ჩემპიონატის სკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩში დანიის ნაკრებს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობოს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

 ევრიპის საკავალიფიკაციო ეტაპის 4 ტურის შემდეგ საქართველოს 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა მეოთხე ადგილს იკავებს. დანაიელებთან ბოლო დაპირისპირებაში ეროვნულმა ნაკრებმა კოპენგაგენში 5:1 წააგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში