საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

22 აგვისტო 2019, 18:20 1969 ნახვა

ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის პროექტის გრგ-ზე საკრებულომ მზაობა გამოთქვა. გადაწყვეტილებას მხარი ბათუმის საკრებულოს 17-მა წევრმა დაუჭირა, რომლებსაც მოქალაქეებმა დღეს მოღალატეები უწოდეს. მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად,  „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა, მოქალაქეების პროტესტის ფონზე მაინც დამტკიცდა.

პროექტის წინააღმდეგ, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მოქალაქეები ბრძოლას უკვე სასამართლოში გააგრძელებენ.

ამბობენ, რომ  „ბეტონის ფარდის“, აღმართვა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი