ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართეს. საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ეუთო-ს, ევროპის საბჭოს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.