4 წუთში ჩატეული ბოლო კურიერი, გათავისუფლებული არხის სახეები, რუსთავი 2-დან საკუთარი სურვილით წასული ჟურნალისტები და ახალი არხის მოლოდინი - დღეს ეთერში „კურიერის“ არცერთი გადაცემა არ გასულა. რუსთავი 2-ს ჟურნალისტების ნაწილი ტოვებს, უკვე ცნობილია, რომ ისინი „მთავარ არხზე“ გადავლენ სამუშაოდ.
კურიერის წამყვანები გუშინ 9 საათიან გამოშვებაში საზოგადოებას დაემშვიდობნენ. ციტატა: „მე, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - ასე მიმართა კურიერის წამყვანმა საზოგადოებას და მალევე დაემშვიდობა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საინფორმაციო გამოშვების ეთერში არ გასვლა ჟურნალისტების პროტესტი იყოს, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსად სავარაუდოდ ნინო შუბლაძე განიხილება