ბიძინა ივანიშვილმა თავის მიზანს მიაღწია და რუსთავი-2 ხელში ჩაიგდო, რითაც მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. ასეთი მოსაზრება აქვს ოპოზიციას რუსთავი 2-დან თანამშრომლების გაშვების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებულები არიან, რომ დანაპირები სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების თაობაზე არ შესრულდება, ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ რუსთავი-2 არა დამოუკიდებელი არხი, არამედ პოლიტიკური პარტიის ღია მხარდამჭერი იყო