კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ’’ წყალტუბოში თბილისის ,,დინამოს’’ უმასპინძლა. დაძაბულ შეხვედრაში დედაქალაქბმა 1-0 გაიმარჯვეს .მატჩის ერთადერთი გოლი რიონისპირელთა კარში 29-ე წუთზე ექსტორპედოელების კომბინაციის შემდეგ გავიდა, ნოდარ ქავთარაძის გადაცემას ლევან კუტალია გამოეხმაურა და ყოფილი კლუბის კარი დალაშქრა.
24 ტურის შემდეგ, თბილისის ,,დინამო’’ ლიდერის პოზიციას 47 ქულით დაუბრუნდა და ბათუმის ,,დინამოს’’ 1 ქულით გადაუსწრო, თუმცა დედაქალაქელებს კიდევ ერთი გადადებული მატჩი აქვთ სათამაშო ,,საბურთალოსთან’’.