ბიძინა გეგიძის განცხადებით, მას გამოკითხვის ოქმზე ხელი არ მოუწერია, მან გამოკითხვის შინაარსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კითხვები ეხებოდა „საქართველოს ფოსტაში“ მის საქმიანობას, კერძოდ, როგორ ხდებოდა ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია, რა დროსაც ხდებოდა ფოსტის კუთვნილებაში არსებული ქონების აუქციონის წესით ყიდვა.
დეპუტატის მხრივ მის მიმართ რაიმე ფორმის ბრალდებებზე საუბარი არ ყოფილა.მისი თქმით, რადგან მას ჯერ ოქმზე ხელი არ მოუწერია, შესაძლოა შესწორებები შეიტანოს. აქვე გეტყვით, რომ ბიძინა გეგიძე 2014-16 წლებში საქართველოს ფოსტაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.