ტრადიციულად ჩემპიონი ,,დინამო’’ ბათუმია

19 აგვისტო 2019, 10:49 4361 ნახვა

,,დინამო’’ ბათუმი საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონია. ბათუმში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ,,დინამომ ’’   ,,საზღვაო აკადემიის’’ გუნდი 4:3 დაამარცხა. ბათუმის ,,დინამომ’’ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.

ჩემპიონატში მესამე ადგილი ფოთის ,,ჭაბონამამ’’ დაიკავა.

ტურნირის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციებში  საუკეთესო მოთამაშეები დააჯილოვეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გოჩა მახარაძე (დინამო) გახდა.საუკეთესო მცველად საბა ხაჟომია(საზღვაო აკადემია) დასახელდა.საუკეთესო მეკარის წოდება ხვიჩა მახარაძემ (დინამო) არავის დაუთმო. საუკეთესო გოლის ნომინაციაში კი მახო შამილაძემ(საზღვაო აკადემია) გაიმარჯვა. ტურნირის ბომბარდირი ქუთაისის გუნდის თავდამსხმელი თაზო გოგსაძე გახდა.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა.პირველ ეტაპს შეკვეთილმა უმასპინძლა. ხოლო მეორე და მესამე ეტაპი ბათუმში გაიმართა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში