ცოლი ავტოავარიის ადგილზე გარდაიცვალა, ქმარს კი ქობულეთის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

17 აგვისტო 2019, 21:25 3481 ნახვა

ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოავარიის შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 50 წლამდე კაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა. ავტოავარია ქობულეთში, გამთენიისას მოხდა,  აღმაშენებლის 554 ნომერთან, ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

დაღუპული და დაშავებული ცოლ-ქმარი იყვნენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული, ხუთიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას, ან თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი