რაზმაძეების და გუგუტიშვილების საცხოვრებლები მავთულხლართების მიღმა- რა ხდება გუგუტიანთკარში?

17 აგვისტო 2019, 12:40 2000 ნახვა

რუსმა სამხედროებმა  გუგუტიანთკარში   რაზმაძეებსა და გუგუტიშვილებს   განუცხადეს, რომ დატოვონ შენობები და გაიტანონ სახლებიდან, რაც აქვთ.ვადა დღეს იწურება. გივი რაზმაძის ოჯახმა თითქმის დაასრულა რკინის კონსტრუქციების და სხვა ვარგისი მასალების დემონტაჟი.

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი 15 აგვისტოს  დაიწყო.  ამავე სოფელში მავთულხლართები  გააბეს  7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი