ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ,,ლა ლიგა’’ და გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი ,,ბუნდესლიგა’’ სტარტს დღეს აიღებს.
ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, ქვეყნის ჩემპიონი - კატალონიის ,,ბარსელონა’’ სტუმრად ბილბაოში ადგილობრივ ,,ატლეტიკს’’ დაუპირისპირდება. ამ კლუბების ბოლო დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა და უგოლოდ, ფრით დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაში, ტრამვის გამო, ,,ბარსელონას’’ ლიონელ მესი დააკლდება, კატალონიელებს ასევე ვერ დაეხმარება ახლახანს დამატებული ბრაზილიელი მეკარე - ნოტო. შესაძლოა, ‘’ლა ლიგაში’’ კატალონიელთა მაისურით პირველი მატჩები ჩაატარონ ანტუან გრიზმანმა და ფრენკი დე იონგიმ. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის ,,ბაიერნი’’ კი, ‘’ბუნდესლიგის’’ გახსნით შეხვედრაში, ,,ალიანს არენაზე’’ ბერლინის ‘’ჰერტას’’ უმასპინძლებს. დღევანდელ შეხვედრაში ‘’რეკორდ-მაისტერს’’ ‘’ინტერიდან’’ დამატებული ივან პრისიჩი ვერ დაეხმარება. გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება მინიმალური სხვაობით ,,ბაიერნის’’ გამარჯვებით დასრულდა.
მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ტოპ ჩემპიონატებიდან უკვე დაიწყო ინგლისის ,,პრემიერლიგა’’ და საფრანგეთის ‘’ლიგა 1’’ , ხოლო იტალიის ‘’სერია ა’’ სტარტს 24 აგვისტოს აიღებს.