სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაახლა მავთულხლართების გავლება სოფელ გუგუტიანთკართან.