უეფას ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები. პრესტიჟული ჯილდოს მსაგებად ,,ლივერპულის’’ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი , ,,ბარსელონას’’ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი და ‘’იუვენტუსის’’ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო იბრძოლებენ.პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონია 29 აგვისტოს გაიმართება.
უეფამ საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინენტებიც დაასახელა. ჯილოდოს ნომინაციაში ,,ლიონის’’ სამი ფეხბურთელი : ამანდინ ანრი , ადა ჰეგერბერგი და ლუსი ბროზი დაასახელეს.
ასევე ცნობილია ჩემპიონთა ლიგის სხვადასხვა ნომინაციების ნომინანტები.
საუკეთესო მეკარე : უგო ლორისი , ალისონი და ტენ შტეგენი
საუკეთესო მცველი : ალეკსანდრ არნოლდი , დე ლიხტი და ვან დეიკი
საუკეთესო ნახევარმცველი : ფრენკი დე იონგი , ჰენდერსონი და ერიქსენი
საუკეთესო თავდამსხმელი : სადიო მანე , მესი და რონალდო
ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კი ედენ აზარი , ლუკა იოვიჩი და ოლივიე ჟირუ იბრძოლებენ.