ქართული კლუბებისთვის ევროთასებზე ასპარეზობა დასრულებულია

15 აგვისტო 2019, 23:17 2423 ნახვა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განემეორებით მატჩში თბილისის ,,დინამომ’’ საკუთარ მოედანზე როტერადმის ,,ფეინოორდს’’ ფრედ 1:1 ეთამაშა. 

52- ე წუთზე ანგარიში ლევან შენგელიამ გახსნა და თბილისელები წინ გაიყავნა.

57 -ე წუთზე  ბოტეხინმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
პირველი მატჩი ჰოლანდიაში როტერდამელებმა 4-0 მოიგეს და ორი შეხვედრის ჯამში 5-1 ევროპა ლიგის ფლეიოფის ეტაპზე გავიდნენ.
თბილისის ,,დინამო’’ წლევანდელი სეზონის უკანასკნელი კლუბი იყო, რომელიც ევროთასებზე ასპარეზობდა.
გუშინ ევროპა ლიგის ასევე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან, თბილისის ,,საბურთალო’ გამოეთიშა’ , რომელიც საკუთარ მოედნაზე ერევნის ,,არარატ არმენიასთან’’  0-2 დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში