ყოველდღე იცვლება გუგუტიანთკარში რეალობა. კიდევ 2 სახლი დარჩა მავთულხლართებს მიღმა. ე.წ. ბორდერიზაცია გრძელდება. ფაქტი ერთია, საოკუპაციო ძალების მიერ ბოძების მონტაჟით, საქართველოს ტერიტორია ნელ-ნელა მცირდება და პარალელურად იზრდება მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ოჯახების რაოდენობა.
ერთი კვირის წინ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერებული იყო, თუმცა მეორე დღეა მავთულხლართებს აქტიურად ავლებენ.
ადგილობრივები უკვე ერთი კვირაა ითხოვენ მთავრობის წევრების გუგუტიანთკარში ჩასვლას. ორი დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ ის ადგილზე ჩავიდოდა, თუმცა მამუკა ბახტაძე გუგუტიანთკარში ამ დრომდე არ ჩასულა.