ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. პარალელურად დაიწყო პირველკურსელთა ფინანსური და აკადემიური რეგისტრაცია. რეგისტრაციის პროცედურებთან, უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებსა და სიახლეებთან დაკავშირებით სტუდენტები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხს საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. ცენტრი დილის 10-დან 18 საათამდე მუშაობს. წელს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათას 25 პირველკურსელი ჩაირიცხა. სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება.