საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ეს არის უკიდურესად დესტრუქციული ქმედება და შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინეს.
"ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული" - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.