კირთაძე იაფის სახლის პროექტის შეჩერებას აპროტესტებს

29 აგვისტო 2016, 00:00 4043 ნახვა

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში გიორგი კირთაძე იაფი სახლის მშენებლობის პროექტის შეჩერებას აპროტესტებს. მისი თქმით, „იაფი სახლი“-სთვის ბიუჯეტი 2013 წელს დამტკიცდა და შენობა თამარის დასახლებაში უნდა აშენებულიყო. თუმცა მისივე თქმით, მოლაპარაკება ვერ შედგა და საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტში განისაზღვა. 2015 წელს „იაფი სახლი“ ჯავახიშვილის 78- ნომერში გადმოვიდა და ამ მისამართზე უნდა აშენებულიყო, თუმცა მხოლოდ საფუძველია ჩაყრილი.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი