მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში ამინდს განსაზღვრავს ცხელი ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება, რომლის გავლენითაც მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი - გურიაში, სამეგრელოსა და კოლხეთის დაბლობზე, სადაც იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი, ცხელი ქარი.
ტემპერატურა - სანაპირო ზოლში 32-34 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობზე 36-38 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში კი 33-35 გრადუსი.
ზღვის წყლის ტემპერატურა შენარჩუნდება კომფორტულ ნიშნულზე და 26 გრადუსი იქნება.