17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროს გუნდს შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონატს თბილისის ოლიმპიურ აუზში მასპინძლობს.
პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:10 მოუგო. 4 გოლი ლუკა გიორგაძემ გაიტანა, 3 - ბესარიონ ახვლედიანმა, 2 - ვალიკო დადვანმა, თითო-თითო კი - გიორგი ერისთავმა, დავით ჩხეიძემ და ლუკა ჩიქოვანმა.