უშბიდან დაშვების დროს ორი ტურისტი დაშავდა - მათ სამაშველო ბრიგადების დახმარება დასჭირდათ

12 აგვისტო 2019, 12:01 1262 ნახვა

მესტიაში ორი ტურისტი უშბადან დაშვების დროს დაშავდა. სავარაუდოდ, მათ მყინვარიდან ჩამოსვლის დროს, ფერდობზე ფეხი დაუცდათ და დაგორდნენ. ტურისტებმა გზის გაგარძელება დამოუკიდებლად ვეღარ შესძლეს და სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. 

სამაშველო სამსახურში ზარის შესვლის შემდეგ, დაშავებულების დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდა.  დაშავებულები მესტიის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც  შესაბამის სამედიცინო დახმარება გაეწიათ. 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში