8 გვერდიანი სასამართლოს განჩინება და 48 საათი გასაჩივრებისთვის

11 აგვისტო 2019, 21:15 1361 ნახვა

ნიკა გვარამიას ადვოკატი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს და ამისთვის მას 48 საათი აქვს. „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორს სასამართლომ 40 ათას ლარიანი გირაო და გამოძიების ინფორმირების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. დოკუმენტი 8 გვერდისგან შედგება.

მოსამართლე კერატიშვილი განჩინებაში განმარტავს, იმ მიზეზებს, რის გამოც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.განჩინებაში ასევე წერია, რომ არსებობს გვარამიას მხრიდან მოწმეებზე ზეწოლისა და მისი მიმალვის საფრთხეც.პოლიტიკური  რეპრესია და ბიძინა ივანიშვილის დავალება უწოდეს, მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში. ოპონენტების ბრალდება, უსაფუძვლოა მმართველ გუნდის წევრებისთვის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში