რატომ ჩამოინგრა „შუახევჰესის“ გვირაბი? -სახელმწიფო კომისიამ მიზეზების შესწავლა დაიწყო

11 აგვისტო 2019, 21:25 5525 ნახვა

„შუახევიჰესზე“ მომხდარი ავარიის მიზეზების შესწავლა სახელმწიფო კომისიამ დაიწყო.  კომისიის თავმჯდომარის, დავით მირცხულავას ინფორმაციით, კომისია წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტდა , ისინი   უკვე  იმყოფებოდნენ  ზემო აჭარაში და ყველა იმ კვლევასა და სამუშაოს გაეცნენ, რასაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“გვირაბის აღსადგენად   ორი წელია ატარებს.      დასკვნა  და რეკომენდაციები სავარაუდოდ   სექტემბრისთვის დაიდება.

„აჭარისწყალი ჯორჯიაში “ ამბობენ, რომ გვირაბში  დამატებითი კვლევები ჩატარდა და  1000 -ზე  მეტი  ნიმუში  ბრიტანეთის ლაბორატორიაში გაიგზავნა.   კომპანიის ინჟინერის ინფორმაციით, პროექტი   საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით  სტანდარტების დაცვით მომზადდა. სპეციალისტები  კი  აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობამდე  სრულყოფილად ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა   არ მოხდა და პრობლემები სწორედ  ამან გამოიწვია.  

„შუახევ ჰესის“ საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი აშშ დოლარი იყო.  გახსნიდან ორ თვეში  38 კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას დაზიანდა,   მთლიანობაში  დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. ჰესის მშენებლობა დასრულებულად ორი წლის წინ გამოცხადდა,  თუმცა 2017 წლის ივნისში გამართული  პრეზენტაციიდან ორ თვეში, გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. კომპანიაში ამბობენ, რომ  წლის ბოლოს ენერგოობიექტი   სატესტო რეჟიმში, 2020 წლის გაზაფხულზე კი სრული დატვირთვით  ამუშავდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი