ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დღეს, ფიჭვნარში, საღამოს 5 საათზე დაიწყება. ქართველ დიჯეებთან ერთად კომპოზიციებს, უცხოელი მუსიკოსებიც ააჟღერებენ. საღამოს ბერლინიდან ჩამოსულ დიჯეი და იტალიელი ედლაინერი ფაბრიციო ლაპიანა გაუძღვებიან.
გაიმართება სპორტული შეჯიბრი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. თავდაპირველად 2 დღიანი ფესტივალი, პეტრას ციხეზე უნდა ჩატარებულიყო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა გაცემული ჰქონდა, თუმცა ორგანიზატორების განმარტებით მიიღეს კოლექტიური წერილი, საერთო მოთხოვნით, არ ჩატარებულიყო ე.წ "კაზანტიპი" პეტრას ციხის ტერიტორიაზე. წერილს ხელს 160-მდე ადამიანი აწერდა.