აჭარის  მთავრობას  სამართლებრივი  აქტის   მომზადების  ვადების დარღვევაში  ადანაშაულებენ 

10 აგვისტო 2019, 12:22 1541 ნახვა

პარტია ‘’ემსახურე საქართველოს’’ წევრი მედეა  ვასაძე  აჭარის  მთავრობას  სამართლებრივი  აქტის   მომზადების  ვადების დარღვევაში  ადანაშაულებს.  საუბარია  ბარაკული საცხოვრებლების  გაუმჯობესების   პროგრამაზე,   რომლის გაგრძელებაზეც  აჭარის მთავრობამ   31 ივლისს  იმსჯელა,  დოკუმენტაცია კი   ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ მიუღიათ.

პროექტის გაგრძელებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას  ლერმონტოვის ქუჩაზე მოქალაქეები, სამი წელია ელოდებიან. მედეა ვასაძე  მთავრობის აპარატის თანამშრომელთა არაკომპეტენტურობაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, აპარატში  ორი  ურთიერთგამომრიცხავი  პასუხი გასცეს, ჯერ  უთხრეს   რომ პროგრამის გაგრძელებაზე  სხდომაზე აღარ უმსჯელიათ, შემდეგ კი   დოკუმენტაციის გადაგზავნას სამინისტროში ორშაბათისთვის დაპირდნენ . აჭარის მთავრობის აპარატში ამბობენ, რომ ვადები არ დარღვეულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი