დამსვენებლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ - ბეშუმის ადმინისტრაცია

07 აგვისტო 2019, 15:53 2366 ნახვა

მესამე დღეა კურორტ ბეშუმში მესხების უბანში მცხოვრები 50-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ კურორტზე შუქის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა რაც ერთ-ერთი ტრანსფორმატორი დაზიანდა. 

''ბეშუმში რამდენიმე დღის წინ ამოვედით, გვყავს ბავშვები და მოხუცები. კურორტზე საკმაოდ სიცივეა, ელექტროენერგიის გარეშე ვერ ვთბებით. ვიდრე აქციები არ გავმართეთ არავინ მოვიდა პრობლემის მოსაგვარებლად. დღეს გამოჩნდნენ კომპანიის წარმომადგენლები და იმედია შუქი მალე ჩაირთვება''- ამბობს ადგილობრივი.

მათივე თქმით,  უშუქობის გამო დამსვენებლების ნაწილმა კურორტი დატოვა.

ხულოს მერიაში ირწმუნებიან, რომ დამსვენებლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ. ადმინისტრაციის განმარტებით, ტერიტორიაზე დაზიანებული ტრანსფორმატორის გამოცვლა მიმდინარეობს.

 

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი