ეროვნული ბანკის ინტერვენციის მიუხედავად, ლარი 6 დღის შემდეგ მაინც გაუფასურდა. დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 89 თეთრი ღირს. სავალუტო ჯიხურებში კი 2 ლარსა და 92 თეთრს აღწევს. ლარის კურის დაეცა ბლუმბერგზეც.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედება დაგვიანებული იყო და მნიშვნელოვანია ლარის გასამყარებლად ეს პროცესი გაგრძელდეს.
სპეციალისტების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკის ქმედება ეროვნულ ვალუტას ვერ გაამყარებს.